დაახლოებით, ერთ საათში, სტრასბურგში დაიწყება მოლაპარაკებები ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საქართველოზე, რომელიც ბუნებრივია, 26 ოქტომბრის მიტაცებულ არჩევნებს შეეხება,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, “ევროპარლამენტის რეზოლუცია არჩევნების დელეგიტიმაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რაც ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის საფუძველია“.
ბოკუჩავას განცხადებით, გასულ კვირას, ბრიუსელში აღნიშნულ რეზოლუციაზე ევროპელ პარტნიორებთან ერთად მუშაობდა.
“დაახლოებით, ერთ საათში, სტრასბურგში დაიწყება მოლაპარაკებები ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საქართველოზე, რომელიც ბუნებრივია, შეეხება 26 ოქტომბრის მიტაცებულ არჩევნებს. ამ რეზოლუციაზე ჯერ კიდევ გასულ კვირას ვმუშაობდი ბრიუსელში ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. მიზანი, ბუნებრივია, არის არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნება, არჩევნების შედეგების, რომელიც არ ასახავდა ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას. ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი არჩევნების დელეგიტიმაციის. შესაბამისად, ამ თვითმარქვია პარლამენტის და მის მიერ ფორმირებული მთავრობის დელეგიტიმაციის, რაც არის საფუძველი ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის, რომელსაც ჩაატარებს თავისუფალი და პროფესიონალური საარჩევნო ადმინისტრაცია, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას და მოგვცემს შესაძლებლობას, რომ დავიბრუნოთ ჩვენი ევროპული პერსპექტივა“,- განაცხადა ბოკუჩავამ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press