საქართველოს პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 დეკემბერს გაიმართება.
დადგენილების პროექტს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა. კენჭისყრა კი, ცოტა ხნის წინ გაიმართა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს, არჩევებიდან მე-3 კვირას ჩატარდება.
პაპუაშვილის განმარტებით, პრეზიდენტს 5 წლის ვადით 300 წევრისგან შემდგარი კოლეგია აირჩევს, რომელშიც პარლამენტის 150 წევრი, აჭარის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობა - 21 წევრი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს - 20 წევრი და საკრებულოების 109 წევრი დაკომპლექტდება.
შეგახსენებთ, საქართველოს მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც 2018 წლის 28 ნოემბერს აირჩიეს, უფლებამოსილება 16 დეკემბერს ეწურება.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press