სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელების მხრიდან ნათია ძიძიგურის სავარაუდო სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით
სახალხო დამცველის აპარატი პოლიციელების მხრიდან ნათია ძიძიგურის მიმართ სავარაუდო სექსუალური შევიწროების საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სახალხო დამცველის აპარატი მისი მანდატის ფარგლებში, დეტალურად შეისწავლის საქმის მასალებს და შედეგების თაობაზე დამატებით აცნობებს საზოგადოებას.
"სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი 25 ნოემბერს დაუკავშირდა ნათია ძიძიგურს და აცნობა, რომ აპარატი შეისწავლის მის საქმეს და გამოითხოვს ინფორმაციას ყველა შესაბამისი უწყებიდან.
მას ასევე დეტალურად განემარტა სახალხო დამცველის მანდატი და სახალხო დამცველის აპარატისთვის განცხადებით მომართვის პროცედურები.
ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველის აპარატი მისი მანდატის ფარგლებში, დეტალურად შეისწავლის საქმის მასალებს და შედეგების თაობაზე დამატებით აცნობებს საზოგადოებას",- ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ეროვნული ნა...
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა საკალათბურთო&nbs...
7 ივლისი იოანე ნათლისმცემლის დაბადების დღეა, რო...
საქართველოს ეროვნული კალათბურთის ყველა ნაკრები ...
5 ივლისი PLUS-ის დაბადების დღეა. ამ დღის აღსანი...
Mana press