ყველაფერი დაიდება გამარჯვებისთვის, თქვენი კრიტიკა მხოლოდ დამხმარეა,- ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა, ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
როგორც ხოშტარია აღნიშნავს, პროცესში არსებობს შეცდომები, თუმცა მისივე თქმით, ის განწყობილია გამარჯვებისთვის და ორიენტირებულია შედეგზე.
"როცა გამძლეობაზე ვლაპარაკობთ, უპირველეს ყოვლისა ღამის გათენების გამძლეობა კი არაა, შეცდომების მიღება, გამოსწორება, კრიტიკის ატანა, როცა რაღაც არ გამოდის ფეხზე ადგომა და წინ წასვლაა. რეჟიმთან ბრძოლაში ეს გამძლეობა გადამეყვეტია. პარლამენტის შეკრების დღე რომ ადვილი არ იქნებოდა ეს სრულიად მოსალოდნელი და ლოგიკური იყო, თუმცა არაა ეს პარლამენტი და პირველ რიგში ეს მართლა უნდა დავიჯეროთ. შეამჩნევდით, არავინ ამბობდა არ ჩავატარრბინებთ, ან რამე ილუზორულ ამოცანებს არ ვისახავდით. აუცილებელი იყო პროტესტოს დაფიქსირება, ეს არ იყო და არ არის გადამწყვეტი მომენტი. რაც შეეხება ჩვენ კრიტიკას, ზოგს სამართლიანს და ზოგს უსამართლოს, მხოლოდ მაშინ შევდგებით საზოგადოებად და მხოლოდ მაშინ შევქმნით პოლიტიკურ პროცესს, როდესაც პოლიტიკოსები ამ კრიტიკას მშვიდად, არგუმენტირებულად და გულისყურით მივიღებთ. შეცდომები გვაქვს ამ პროცესში, პირველი კომუნიკაციის ქაოსია, ბევრი სხვაც, მაგრამ ჩემგან პირადად მინდა გითხრათ, რომ არათუ დაბნეული, დაღლილი, უიმედო ან რამე მსგავსი, სრულიად შედეგზე ორიენტირებული და გამარჯვებისთვის განწყობილი ვარ. როდესაც ხალხი გენდობა და ხმას გაძლევს (მოწონხარ და იმიტომ, თუ იძულებულია), ამაზე დიდი პასუხოსმგებლობა და ენერგიაც, თუ გნებავთ, არ არსებობს. ყველაფერი დაიდება გამარჯვებისთვის, თქვენი კრიტიკა მხოლოდ დამხმარეა. საქართველო არც რუსეთია და არც ბელორუსი, საქართველო ევროპაა და კეთილს ვინებებთ და გავიმარჯვებთ",- აღნიშნა ხოშტარიამ.
"როცა გამძლეობაზე ვლაპარაკობთ, უპირველეს ყოვლისა ღამის გათენების გამძლეობა კი არაა, შეცდომების მიღება, გამოსწორება, კრიტიკის ატანა, როცა რაღაც არ გამოდის ფეხზე ადგომა და წინ წასვლაა. რეჟიმთან ბრძოლაში ეს გამძლეობა გადამეყვეტია.
პარლამენტის შეკრების დღე რომ ადვილი არ იქნებოდა ეს სრულიად მოსალოდნელი და ლოგიკური იყო, თუმცა არაა ეს პარლამენტი და პირველ რიგში ეს მართლა უნდა დავიჯეროთ. შეამჩნევდით, არავინ ამბობდა არ ჩავატარრბინებთ, ან რამე ილუზორულ ამოცანებს არ ვისახავდით. აუცილებელი იყო პროტესტოს დაფიქსირება, ეს არ იყო და არ არის გადამწყვეტი მომენტი.
რაც შეეხება ჩვენ კრიტიკას, ზოგს სამართლიანს და ზოგს უსამართლოს, მხოლოდ მაშინ შევდგებით საზოგადოებად და მხოლოდ მაშინ შევქმნით პოლიტიკურ პროცესს, როდესაც პოლიტიკოსები ამ კრიტიკას მშვიდად, არგუმენტირებულად და გულისყურით მივიღებთ. შეცდომები გვაქვს ამ პროცესში, პირველი კომუნიკაციის ქაოსია, ბევრი სხვაც, მაგრამ ჩემგან პირადად მინდა გითხრათ, რომ არათუ დაბნეული, დაღლილი, უიმედო ან რამე მსგავსი, სრულიად შედეგზე ორიენტირებული და გამარჯვებისთვის განწყობილი ვარ.
როდესაც ხალხი გენდობა და ხმას გაძლევს (მოწონხარ და იმიტომ, თუ იძულებულია), ამაზე დიდი პასუხოსმგებლობა და ენერგიაც, თუ გნებავთ, არ არსებობს. ყველაფერი დაიდება გამარჯვებისთვის, თქვენი კრიტიკა მხოლოდ დამხმარეა. საქართველო არც რუსეთია და არც ბელორუსი, საქართველო ევროპაა და კეთილს ვინებებთ და გავიმარჯვებთ",- აღნიშნა ხოშტარიამ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press