საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პარლამენტის შენობის წინ, გუშინ გამართულ აქციას გამოეხმაურა.
როგორც გომელაურმა აღნიშნა, იდენტიფიცირებული იქნება ყველა პირი, ვინც რკინის ჯებირზე ხელს ურტყამდა, "ხლაპუშკებს" ისროდა და მისივე თქმით, "ისინი აუცილებლად დაისჯებიან".
"რა თქმა უნდა, პროვოკაციები იყო, თუნდაც გუშინდელი დღე, ძალიან სიწყნარე იყო, არავინ არაფერს არ აკეთებდა, იდგენენ უბრალოდ 200-300 ადამიანი და როგორც დაიწყო სხდომა, მივიდნენ, ახალგაზრდებს მოუწოდეს, მივიდნენ რკინის ღობურასთან და აბრახუნებდნენ, ისროდნენ მერე ასაფეთქებელ პატარა "ხლაპუშკებს" აფეთქებდნენ ეზოში, რაც არ შეიძლება და ამაზე დაისჯებიან აუცილებლად ვინც იყვნენ იქ. იდენტიფიცირება მოხდება და ყველა დაისჯება იმ კუთხით, რომ ჯარიმები როგორც ადმინისტრაციული ყველას გამოეწერება და სასამართლო როგორც გადაწყვეტს, ჯარიმა იქნება თუ რაც იქნება",- განაცხადა გომელაურმა.
ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ესეისტი, &...
16 მაისამდე საქართველოში სეტყვა და ქარია მოსალო...
ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქ...
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამა...
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართვ...
Mana press