საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდის პროგრამიდან ამოღებულ ნაწარმოებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.
როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს, გასაგებია, თუ რა ეროვნული და პატრიოტული იდეით იმართება „განათლების“ სისტემა.
"2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამების ჩამონათვლიდან, როცა ამოიღებ ილიას ბენდიერ ერს, პასუხის პასუხს, განდეგილს, აჩრდილს და ოთაარნთ ქვრივს, როცა ამოიღებ პაოლო იაშვილის და პოლიკარპ კაკაბაძეს ნაწარმოებს მთლიანად ან კიდევ ვაჟას "პატრიოტიზმს და კოსმოპოლიტიზმ"-ს ... ხომ გასაგებია თუ რა ეროვნული და პატრიოტული იდეით იმართება "განათლების" სისტემა და მაშასადამე სახელმწიფო!",- წერს სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუქზე".
2025 წლის ეროვნული გამოცდების პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებები შევიდა - ნაწარმოებების ნაწილი პროგრამიდან სრულად ამოღებულია.
აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა განათლების სამინისტროც და აღნიშნა, რომ "თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პროგრამის ჩამონათვალში არ არის, არ ნიშნავს, რომ სკოლებში აღარ ისწავლება".
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press