დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილ მიხეილ ყაველაშვილს წარმატებები უსურვა.
როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ყაველაშვილი არის ღირსეული და პატრიოტი ადამიანი.
„პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ საზოგადოებას წარუდგინა პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილის სახით. ის არის ღირსეული, პატრიოტი ადამიანი და დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მოწოდების სიმაღლეზე იყოს. მან დღეს ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ საზოგადოების გაერთიანება. ეს უნდა მოვახერხოთ სიყვარულით, ურთიერთპატივისცემით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა მიშას წარმატებები ვუსურვო“,- აღნიშნა კალაძემ.
„პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ საზოგადოებას წარუდგინა პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილის სახით. ის არის ღირსეული, პატრიოტი ადამიანი და დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მოწოდების სიმაღლეზე იყოს.
მან დღეს ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ საზოგადოების გაერთიანება. ეს უნდა მოვახერხოთ სიყვარულით, ურთიერთპატივისცემით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა მიშას წარმატებები ვუსურვო“,- აღნიშნა კალაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. ყაველაშვილის კანდიდატურა დღეს, 27 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.
პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარე წლის 14 დეკემბერს, ხოლო ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება.
საქართველოს მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც 2018 წლის 28 ნოემბერს აირჩიეს, უფლებამოსილება 16 დეკემბერს ეწურება.
ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის 33-წლისთავზე, ...
რატომ უნდა გაგიკვირდეს ყაველაშვილი პრეზიდენტობი...
ჩემთვის ეს ყველაფერი ასოციას იწვევს კალიგულასთა...
ივანიშვილმა თავის პრეზიდენტ ტომარად ყველაზე უფრ...
Mana press