ივანიშვილმა თავის პრეზიდენტ ტომარად ყველაზე უფრო გამორჩეული ანტიდასავლელი დადო,- ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს.
დეკანოიძის განცხადებით, პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი „უზრდელი, გაუნათლებელი და აშშ/ევროკავშირის განსაკუთრებული მაგინებელია“.
„ჩვენ შეიძლება ვიხუმროთ, მაგრამ ივანიშვილმა თავის პრეზიდენტ ტომარად ყველაზე უფრო გამორჩეული ანტიდასავლელი დადო. უზრდელი, გაუნათლებელი და აშშ/ევროკავშირის განსაკუთრებული მაგინებელი. ეს არის მისი ხედვა ქვეყანაზე და ხალხზე. ახლა მანდატები კარგად შეინახეთ - „ეგებ რუსული კანონი გააუქმოს ან დასავლეთმა მოგვთხოვოს”, „ტრამპი რას იტყვის?“ - წერს დეკანოიძე.
„ჩვენ შეიძლება ვიხუმროთ, მაგრამ ივანიშვილმა თავის პრეზიდენტ ტომარად ყველაზე უფრო გამორჩეული ანტიდასავლელი დადო.
უზრდელი, გაუნათლებელი და აშშ/ევროკავშირის განსაკუთრებული მაგინებელი.
ეს არის მისი ხედვა ქვეყანაზე და ხალხზე.
ახლა მანდატები კარგად შეინახეთ - „ეგებ რუსული კანონი გააუქმოს ან დასავლეთმა მოგვთხოვოს”, „ტრამპი რას იტყვის?“ - წერს დეკანოიძე.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. ყაველაშვილის კანდიდატურა დღეს, 27 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.
პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარე წლის 14 დეკემბერს, ხოლო ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება.
საქართველოს მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც 2018 წლის 28 ნოემბერს აირჩიეს, უფლებამოსილება 16 დეკემბერს ეწურება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომა...
საქართველო სახელმწიფოებრიობის განადგურების დასკ...
ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის 33-წლისთავზე, ...
რატომ უნდა გაგიკვირდეს ყაველაშვილი პრეზიდენტობი...
ჩემთვის ეს ყველაფერი ასოციას იწვევს კალიგულასთა...
Mana press