რატომ უნდა გაგიკვირდეს ყაველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად, როცა თავად ივანიშვილი გყავს,- ასე ეხმაურება “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელებას.
როგორც მელიამ განაცხადა, “ყაველაშვილის გაპრეზიდენტებაში ბიძინა ივანიშვილი ტრაგედიას ვერ ხედავს“.
“რატომ უნდა გაგიკვირდეს ყაველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად და შემდეგ პრეზიდენტად, როცა თავად ივანიშვილი გყავს. ივანიშვილი განათლებულობით, ერისკაცობით, სახელმწიფოებრივი აზროვნებით მეტია ვიდრე ყაველაშვილი? თვითონ ოცნების წევრებისთვის იყო მოულოდნელი და ამით მიუჩინა საკუთარ გუნდის წევრებს ადგილი, თორემ თავად ყაველაშვილის გაპრეზიდენტებაში ივანიშვილი ტრაგედიას ვერ ხედავს, იმიტომ რომ კალაძე ყავს ასეთი მაგალითი, ყავს სხვა წარმომადგენლები, სკოლის ატესტატი რომ არ აქვს ადამიანს“,- განაცხადა მელიამ.
შეგახსენებთ, დღეს, მმართველი პარტიის უმრავლესობისა და პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარე წლის 14 დეკემბერს, ხოლო ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება.
პრეზიდენტს 5 წლის ვადით 300 წევრისგან შემდგარი კოლეგია აირჩევს, რომელშიც პარლამენტის 150 წევრი, აჭარის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობა - 21 წევრი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს - 20 წევრი და საკრებულოების 109 წევრი შედის.
საქართველოს მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კი, რომელიც 2018 წლის 28 ნოემბერს აირჩიეს, უფლებამოსილება 16 დეკემბერს ეწურება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომა...
საქართველო სახელმწიფოებრიობის განადგურების დასკ...
ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის 33-წლისთავზე, ...
ჩემთვის ეს ყველაფერი ასოციას იწვევს კალიგულასთა...
Mana press