ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის 33-წლისთავზე, ივანიშვილმა ქართველ ხალხს პრეზიდენტად უნდა დაუნიშნოს უსახური, უცოდინარი, სამარცხვინო მიხეილ ყაველაშვილი,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავას თქმით, „ერთადერთი გამოსავალი შეუგუებლობა და პროტესტია“.
„ეს არის რუსული გადატრიალების ქართველი ხალხის წინააღმდეგ მორიგი სამარცხვინო ფაზა, როდესაც ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის 33-წლისთავზე ივანიშვილმა ქართველ ხალხს პრეზიდენტად უნდა დაუნიშნოს უსახური, უცოდინარი, სამარცხვინო მიხეილ ყაველაშვილი. ერთადერთი გამოსავალი არის შეუგუებლობა, პროტესტი და ჩვენი ქვეყნის დაბრუნება“,- ამბობს ბოკუჩავა.
„ეს არის რუსული გადატრიალების ქართველი ხალხის წინააღმდეგ მორიგი სამარცხვინო ფაზა, როდესაც ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის 33-წლისთავზე ივანიშვილმა ქართველ ხალხს პრეზიდენტად უნდა დაუნიშნოს უსახური, უცოდინარი, სამარცხვინო მიხეილ ყაველაშვილი.
ერთადერთი გამოსავალი არის შეუგუებლობა, პროტესტი და ჩვენი ქვეყნის დაბრუნება“,- ამბობს ბოკუჩავა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. ყაველაშვილის კანდიდატურა დღეს, 27 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.
პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარე წლის 14 დეკემბერს, ხოლო ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება.
საქართველოს მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც 2018 წლის 28 ნოემბერს აირჩიეს, უფლებამოსილება 16 დეკემბერს ეწურება.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press