Foto

გამსახურდიას პრეზიდენტობის 33-წლისთავზე, ივანიშვილმა ქართველ ხალხს პრეზიდენტად სამარცხვინო ყაველაშვილი უნდა დაუნიშნოს - თინა ბოკუჩავა

ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის 33-წლისთავზე, ივანიშვილმა ქართველ ხალხს პრეზიდენტად უნდა დაუნიშნოს უსახური, უცოდინარი, სამარცხვინო მიხეილ ყაველაშვილი,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, „ერთადერთი გამოსავალი შეუგუებლობა და პროტესტია“.

„ეს არის რუსული გადატრიალების ქართველი ხალხის წინააღმდეგ მორიგი სამარცხვინო ფაზა, როდესაც ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის 33-წლისთავზე ივანიშვილმა ქართველ ხალხს პრეზიდენტად უნდა დაუნიშნოს უსახური, უცოდინარი, სამარცხვინო მიხეილ ყაველაშვილი.

ერთადერთი გამოსავალი არის შეუგუებლობა, პროტესტი და ჩვენი ქვეყნის დაბრუნება“,- ამბობს ბოკუჩავა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. ყაველაშვილის კანდიდატურა დღეს, 27 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.

პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარე წლის 14 დეკემბერს, ხოლო ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება.

საქართველოს მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც 2018 წლის 28 ნოემბერს აირჩიეს, უფლებამოსილება 16 დეკემბერს ეწურება.