საქართველო სახელმწიფოებრიობის განადგურების დასკვნით სტადიაში შევიდა,- ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელებას.
როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს, ამის მიზანი ქართველი ხალხის თვითშეფასების მაქსიმალურად დაქვეითებაა.
„საქართველო სახელმწიფოებრიობის განადგურების დასკვნით სტადიაში შევიდა. უკანასკნელი მსგავსი შემთხვევა მოხდა რომის იმპერიაში, როდესაც კალიგულამ თავისი ცხენი დანიშნა სენატში. ამის მიზანია ქართველი ხალხის თვითშეფასების მაქსიმალურად დაქვეითება“, - წერს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. ყაველაშვილის კანდიდატურა დღეს, 27 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.
პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარე წლის 14 დეკემბერს, ხოლო ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება.
საქართველოს მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც 2018 წლის 28 ნოემბერს აირჩიეს, უფლებამოსილება 16 დეკემბერს ეწურება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომა...
ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის 33-წლისთავზე, ...
რატომ უნდა გაგიკვირდეს ყაველაშვილი პრეზიდენტობი...
ჩემთვის ეს ყველაფერი ასოციას იწვევს კალიგულასთა...
Mana press