ევროპარლამენტში საქართველოთი გადაღლა ნამდვილად არ იგრძნობა,- ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში გამართული მოსმენის სპიკერი იყო.
როგორც გვარამიამ აღნიშნა, საქართველოს საკითხი და არჩევნების შედეგები, ევროპის საკანონმდებლო ორგანოში აქტიურად განიხილება.
"ევროპარლამენტი ნამდვილად არ იგრძნობა გადაღლა საქართველოთი. პირიქით, ასეთი აქტიური ვითარება მე არ მახსოვს, სტატუსთან დაკავშირებითაც არ იყო. ახლა ძალიან მკაფიო და ცალსახა ვითარებაა. პრაქტიკულად არ არსებობს დივიზიონები და სხვაობები, ძაან მარგინალურ რამდენიმე ჯგუფს თუ არ ჩავთვლით, ჯგუფს კი არადა პარლამენტის წევრს. ცალსახაა ის, რომ არჩევნები გაყალბდა და უნდა იყოს ხელახალი არჩევნები",- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press