ჯორჯ ორუელის 1984-მდეც მივედით უკვე - „ომი მშვიდობაა, თავისუფლება - მონობა, უცოდინრობა კი - ძალა“,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძის განცხადებით, „გამოსავალი წინააღმდეგობის მოძრაობაშია, ერთი ინდივიდი ან პარტია არსებულ საფრთხეს ვერ დააზღვევს“.
„ჯორჯ ორუელის 1984-მდეც მივედით უკვე - „ომი მშვიდობაა, თავისუფლება - მონობა, უცოდინრობა კი - ძალა“. „ქოცებმა“ ღიად დაიწყეს საუბარი, ევროკავშირი რად გვინდა, რუსებთან და დსთ-ს ქვეყნებთან დაშორებას გამოიწვევს ეგო. სხვა რა უნდა თქვან, ჯერ რუსები ვართო, არ ამბობენ, ტაქტიკურად ადრეა ამის თქმა მათთვისაც. აქამდე ხომ მოვიდნენ? თუ ხელებს ჩამოვუშვებთ, მაქამდეც მივლენ. წინააღმდეგობის მოძრაობაა გამოსავალი, ერთი ინდივიდი ან პარტია ამ საფრთხეებს ვერ დააზღვევს. ვიმოქმედოთ გაბედულად!“ - განაცხადა მანჯგალაძემ.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press