ველოდით იანუკოვიჩს, მივიღეთ იანუკოვიჩზე ბევრად უარესი,- ასე ეხმაურება "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.
როგორც გვარამიამ აღნიშნა, "საქართველოს ხუნტამ, კობახიძის სახით, ღიად და ცალსახად უარი თქვა ევროკავშირზე და ნატოზე".
"ველოდით იანუკოვიჩს, მივიღეთ იანუკოვიჩზე ბევრად უარესი. საქართველოს ხუნტამ, კობახიძის სახით, ღიად და ცალსახად უარი თქვა ევროკავშირზე და ნატოზე. P.S. 9 მაისს რუსების პარადზე რომ არალეგიტიმური პრეზიდენტი იდგება, იმედია, ყველასთვის გასაგებია",- წერს გვარამია.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი დღის წესრიგში არ დადგება.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press