თბილისში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ამ წუთებში რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.
საკანონმდებლო ორგანოსთან იმყოფებიან მოქალაქეები, რომლებიც ევროკავშირთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
მანამდე, საპროტესტო აქცია იყო მმართველი პარტიის ოფისთანაც, საიდანაც მოქალაქეებმა შემდეგ მსვლელობით პარლამენტისკენ გადაინაცვლეს.
აღსანიშნავია, რომ თბილისთან ერთად, საპროტესტო აქციები ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდშიც მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, დღეს, 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press