ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღეს დაიცავ შენს თავისუფლებას და ევროპულ არჩევანს, გადაარჩენ შენს ხვალინდელ დღეს ტრანსატლანტიკურ დასავლეთში,- ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის ვიცე-სპიკერი და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
პავილიონისმა საქართველოს მოქალაქეებს მიმართა და აღნიშნა, რომ "თუ დღეს შეგეშინდება ბრძოლის, ხვალ ეს იქნება დამოუკიდებელი საქართველოს დასასრული".
"ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღეს დაიცავ შენს თავისუფლებას და ევროპულ არჩევანს, გადაარჩენ შენს ხვალინდელ დღეს ტრანსატლანტიკურ დასავლეთში. თუ დღეს შეგეშინდება ბრძოლის, ხვალ ეს იქნება დამოუკიდებელი საქართველოს დასასრული და ძალიან რუსული წარსულის დასაწყისი",- წერს პავილიონისი.
შეგახსენებთ, გუშინ, 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი დღის წესრიგში არ დადგება.
კობახიძის აღნიშნული განცხადების შემდეგ, საქართველოს დედაქალაქი და სხვა დიდი ქალაქები საპროტესტო აქციებმა მოიცვა.
თბილისში მოქალაქეები თავდაპირველად „ქართული ოცნების“ ოფისთან, შემდეგ კი, პარლამენტთან შეიკრიბნენ.
რუსთაველის გამზირზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. თავდაპირველად, მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის იყო როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური დაპირისპირება. მოგვიანებით, სამართალდამცველებმა პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს. მალევე, წყლის ჭავლის გამოყენება და მომიტინგეების დაშლა დაიწყეს.
დაშავდა ათობით ადამიანი, მათ შორის მედიის წარმომადგენლები: ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი გურამ როგავა, „პუბლიკის“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი, „TV პირველის“ ჟურნალისტი ანა მდივანი და ოპერატორი ნიკო კოკაია და ა.შ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, პოლიციამ აქციაზე 43 პირი დააკავა.
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
Mana press