Foto

ფიზიკური ანგარიშსწორება მსუბუქი ნათქვამია - ადამიანი ვნახე, რომელსაც მთელ სახეზე სისხლნაჟღენთები აქვს - ომბუდსმენი

ფიზიკური ანგარიშსწორება ეს მსუბუქი ნათქვამია, ადამიანები ყვებიან, როგორ უმოწყალოდ სცემდნენ მათ სპეცრაზმელები. მათზე ხდებოდა იმდაგვარი ანგარიშსწორება, რომ ადამიანი ვნახე, რომელსაც მთელ სახეზე აქვს სისხლნაჟღენთები,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა იზოლატორში მყოფი დაკავებული მოქალაქეების მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, “პოლიციის მხრიდან ამგვარი მოპყრობა სიმხეცეა და მას გამართლება არ აქვს“.

„ფიზიკური ანგარიშსწორება ეს მსუბუქი ნათქვამია, ადამიანები ყვებიან, როგორ უმოწყალოდ სცემდნენ მათ სპეცრაზმელები. მათზე ხდებოდა იმდაგვარი ანგარიშსწორება, რომ ადამიანი ვნახე, რომელსაც მთელ სახეზე აქვს სისხლნაჟღენთები. ეს არის სიმხეცე, ასეთი ფორმით ადამინების მოპყრობას გამართელბა არ აქვს. მოვუწოდებ პოლიციას არ გადაამეტონ თავიანთ უფლებამოსილებას. კანონი პირველ რიგში სამართალდამცავმა უნდა დაიცვას და არა ლინჩის წესით, მიხვიდე და სახეში მუშტები ურტყა ესეთი რამ დაუშვებელია. მოუვწოდებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ეფექტურად გამოიძიონ ასეთი საქმეები. ასეთი საქმეების  გამოძიების დაყოვნებამ შედეგად მოიტანა ის, რომ აქციებზე კიდევ უფრო მეტი ადამიანია ძალადობის მსხვერპლი. ეს პროცესი სადღაც თუ არ შეჩერდა, კიდევ უფრო მეტ ძალადობას მივიღებთ. ბოლოს კი, შესაძლოა ვინმე შემოაკვდეთ“,- განაცხადა იოსელიანმა.