ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ ბალტიისპირეთის 3 ქვეყანა [ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი], იმ პირების მიმართ, ვინც საქართელოში პროტესტის დახშობაზეა პასუხისმგებელი, სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.
როგორც ლანდსბერგისი აღნიშნავს, ბალტიისპირეთის სამი ქვეყანა დემოკრატიის მოწინააღმდეგეებს და ადამიანის უფლებების დამრღვევებს არ მიესალმება.
იგივე განცხადება გააკეთეს ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.
"ბალტიისპირეთის 3 ქვეყანა შეთანხმდა სანქციების დაწესებაზე იმ პირების მისამართით, რომლებიც საქართველოში კანონიერი პროტესტების დახშობაზეა არიან პასუხისმგებლები. ჩვენს ქვეყნებში დემოკრატიის მოწინააღმდეგეებს და ადამიანის უფლებების დამრღვევებს არ მივესალმებით",- წერს ლანდსბერგისი X-ზე.
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა [PACE] საგ...
პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომის...
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ...
სამწუხაროა იმის ხილვა, რომ საქართველო, რომელიც ...
Mana press