ევროკავშირი საქართველოს ინსტიტუტებისთვის სასიამოვნო არჩევანი კი არა, ვალდებულებაა,- ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
როთის განცხადებით, ევროკავშირმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და პროევროპელებს ცალსახად მხარი უნდა დაუჭიროს.
„უკვე 6 დღეა, გაბედული ქართველები წინააღმდეგობას უწევენ რეჟიმის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას. ევროკავშირი საქართველოს ინსტიტუტებისთვის სასიამოვნო არჩევანი კი არა, ვალდებულებაა. უსაფრთხოების ძალების სისასტიკე დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ევროკავშირმა საქართველოს პრეზიდენტს და პროევროპელებს ცალსახად უნდა დაუჭიროს მხარი“,- წერს როთი.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press