Foto

მერიის ინფორმაციით, სიძულვილის ენის შემცველი პლაკატების გაკვრისთვის 2 პირი დაჯარიმდა

თბილისის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოავლინა 2 პირი, რომლებმაც დედაქალაქის ქუჩებში სიძულვილის ენის შემცველი პლაკატები გააკრეს. 

როგორც ფორმულას მერიაში განუცხადეს, პლაკატების უმეტესობა გუშინ ჩამოიხსნა, თუმცა თბილსერვის ჯგუფი ამოწმებს სხვა ქუჩებსაც. 

მარიაში ამბობენ, რომ იდენტიფიცირებული პირები დაჯარიმდებიან.

თბილისის ქუჩებში კრიტიკული მედიის, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების წარმომადგენელეთა საწინააღმდეგო პლაკატები გამოჩნდა. 

პლაკატებზე გამოსახულნი არიან კრიტიკული არხების მედიამენეჯერები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები. კონკრეტული ადამიანები გამოსახულნი არიან ცისარტყელას ფონზე.

უცნობია, ვისი ინიციატივით დაიბეჭდა და გავრცელდა პლაკატები. ოპოზიცია იხსენებს, რომ სიძულვილის ენას წინასაარჩევნოდ ყოველთვის აქტიურად იყენებს მმართველი პარტია და აღნიშნული პლაკატების გამოჩენასაც სწორედ ქართულ ოცნებას უკავშირებენ.

მოგვიანებით თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომ ინსპექციამ გამოავლინა პირები, რომლებმაც პლაკატები გააკრეს.