უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა ვაქცინაციის პროცესში - 24 საათში ვაქცინის 163 000-ზე მეტი დოზა დაიჯავშნა. ამერიკის შეერთებული შტატების საჩუქრით, Pfizer-ით იმუნიზაცია ორშაბათიდან დაიწყება.
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე "კურიერთან" აცხადებს, რომ დაჯავშნილი დოზების რაოდენობიდან გამომდინარე, დღიური აცრა Pfizer-ით გამოდის, დაახლოებით, 7-8 ათასამდე, რაც, მისივე განმარტებით, ძალიან ცოტაა.
"აცრები დაიწყება ხვალიდან. დღიური აცრა Pfizer-ზე, რაც დაჯავშნილია გამოდის სადღაც 7 000-დან 8 000-მდე, რომელიც არ არის საკმარისი, ეს მინდა, რომ კიდევ უფრო გაფართოვდეს და მომავალი ორი კვირის განმავლობაში სერიოზულად გაიზრდება ამცრელ დაწესებულებათა რაოდენობა.
მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე 37 სამედიცინო დაწესებულება აცრის ხვალიდან Pfizer-ზე, დაახლოებით, 120-მდე ბრიგადით, მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი, ჩვენ ვპროგნოზირებთ, რომ მოთხოვნილება მეტი იქნება. ციფრები, რაც მოგახსენეთ, ეს ყველაფერი დაჯავშნილია 14 აგვისტოს ჩათვლით, გახანგრძლივდება სამუშაო დღეები იმ ამცრელ კაბინეტებში, ვინც Pfizer-ზე ცრის," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ეროვნული ნა...
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა საკალათბურთო&nbs...
7 ივლისი იოანე ნათლისმცემლის დაბადების დღეა, რო...
საქართველოს ეროვნული კალათბურთის ყველა ნაკრები ...
5 ივლისი PLUS-ის დაბადების დღეა. ამ დღის აღსანი...
Mana press