Foto

ხალხი დამიჯარიმეს, პლაკატები ჩამომიხსნეს, ლამის ხალხის მტრად გამომაცხადეს! - გიორგი იაკობაშვილი ხელისუფლებას ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს

For.ge-ს რედაქტორი და მოძრაობა "დავასრულოთ" დამფუძნებელი გიორგი იაკობაშვილი მისი მოძრაობის წევრების დაჯარიმებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

იაკობაშვილი დედაქალაქის მერიას მიმართავს და ორმაგ სტანდარტზე საუბრობს.

"ხალხი დამიჯარიმეს. პლაკატები ჩამომიხსნეს. ლამის ხალხის მტრად გამომაცხადეს... და ეს ყველაფერი გააკეთეს ერთ დღეში! ერთ დღეში!!!!!!

ხელისუფლებას ასე ოპერატიულად მაშინ რომ ემოქმედა, რუსთაველი ნაგვით, კარვებით და რურუას და მიშას პლაკატებით, რომ გაავსეს, ცუდი არ იქნებოდა!!! ცუდი არ იქნებოდა კი არა, ტუალეტად, საპირფარეშოდ, ჩეჩმად და უბორნიად აქციეს იქაურობა. ის არ ამახინჯებდა, ხომ, ქალაქის იერსახეს?! თბილისის მერია, ნამეტანი ხომ არ მოგდით?! გაგიტკბათ დემოკრატიის თამაში??!!

ეგეთი ორმაგი სტანდარტები ენჯეოშნიკების მოგონილია და კარგი იქნება, თუ იმ გაიძვერა გიგაურს და "მოსასპობ (კაკოია) თაბაგარს არ დაემსგავსებით," - წერს გიორგი იაკობაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 1000-1000 ლარით დაჯარიმდნენ პირები, რომლებმაც ქალაქში ბანერები გააკრეს. პლაკატები მასობრივად იყო გაკრული თბილისის სხვადასხვა უბანში. ბანერებზე გამოსახულია პოლიტიკური პარტიის ლიდერები, მედია მენეჯერები და სამოქალაქო აქტივისტები.

"არა ნაცებს! არა ბოროტებას" - ამ სათაურის პლაკატები for.ge-ს რედაქტორისა და მოძრაობა "დავასრულოთ" დამფუძნებლის გიორგი იაკობაშვილის ინიციატივით მისი მოძრაობის წევრებმა გააკრეს.