დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აცხადებს, რომ სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დაცემას მიესალმება.
სტარმერის თქმით, სირიაში ბოლო საათებსა და დღეებში განვითარებული მოვლენები უპრეცედენტოა.
„ჩვენ ვესაუბრებით ჩვენს პარტნიორებს რეგიონში და ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას. სირიელი ხალხი ასადის ბარბაროსული რეჟიმის ქვეშ დიდი ხნის განმავლობაში იტანჯებოდა და ჩვენ მივესალმებით მის წასვლას“,- აცხადებს კირ სტარმერი, რომლის კომენტარსაც BBC ავრცელებს.
შეგახსენებთ, გუშინ, 8 დეკემბერს სირიის არმიის ხელმძღვანელობამ ოფიცრებს გამოუცხადა, რომ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაემხო. ასადმა დედაქალაქი დამასკო დატოვა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სირიის ყოფილი პრეზიდენტი რუსეთში იმყოფება.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press