დღეს, ივანიშვილის თვითგამოცხადებული პარლამენტი ჩუმად შეიკრიბა - ეს ნიშნავს, რომ რეჟიმი შეშინებულია და ყველა მათი გადაწყვეტილება ადამიანის და მისი თავისუფლების წინააღმდეგაა მიმართული,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, „არა მხოლოდ პარლამენტი, არამედ მათი ყველა გადაწყვეტილება უკანონო და არალეგიტიმურია“.
„დღეს, ივანიშვილის თვითგამოცხადებული პარლამენტი ჩუმად შეიკრიბა. ეს ნიშნავს, რომ რეჟიმი შეშინებულია და ყველა მათი გადაწყვეტილება მიმართულია ადამიანის და მისი თავისუფლების წინააღმდეგ. არა მხოლოდ პარლამენტი, არამედ მათი ყველა გადაწყვეტილება არის უკანონო და არალეგიტიმური. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ საქართველოს ჰყავდეს ხალხის ნებით არჩეული პარლამენტი და ჰქონდეს დემოკრატიული მმართველობა. ამის ერთადერთი გზა კი ახალი არჩევნებია. ბრძოლა გრძელდება, არ ვიღლებით და არ ვიშლებით გამარჯვებამდე!“- განაცხადა ვაშაძემ.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ყურადღება &b...
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
Mana press