28 ნოემბრიდან - 10 დეკემბრის ჩათვლით მოვინახულეთ 327 აქციაზე დაკავებული და დაშავებული პირი,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები შეაფასა.
როგორც იოსელიანმა აღნიშნა, 327 პირიდან 225 არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს და აქედან, 157 პირს ხილული დაზიანება აღენიშნება.
"უშუალოდ მე და ჩემმა რწმუნებულებმა 28 ნოემბრის შემდეგ დაკავებული და დაშავებული პირების მოსანახულებლად განვახორციელეთ ვიზიტები. 28 ნოემბრიდან - 10 დეკემბრის ჩათვლით მოვინახულეთ 327 აქციაზე დაკავებული და დაშავებული პირი. მათგან, არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს - 225 პირი. ხილული დაზიანება აღენიშნება - 157 პირს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - მოახდინოს შესაბამისად სწრაფი და ეფექტური საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება",- განაცხადა იოსელიანმა.
ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერ...
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
Mana press