ვერცერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყანა და ვერცერთი პარტნიორი ქვეყნის ლიდერი ვერ იტყვის, რომ არაფერი იცოდა,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ამ დღეების განმავლობაში სხვადასხვა ევროპულ და ამერიკულ მედიას 30-მდე ინტერვიუ მისცა.
"ამ დღეებში 30 თუ 32 ინტერვიუ მივეცი სხვადასხვა ევროპულ და ამერიკულ მედია წარმომდგენლებს, სადაც ასევე ასახულია დღევანდელი მდგომარეობა. აქედან ერთი დასკვნა შემიძლია გამოვიტანო, ამის შემდეგ ვერცერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყანა და ვერცერთი პარტნიორი ქვეყნის ლიდერი ვერ იტყვის, რომ არაფერი იცოდა. ყველამ ყველაფერი იცის. და ეს იყო ჩემი მოვალეობა",- განაცხადა ზურაბიშვილმა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press