დედაქალაქში მოქალაქეები მე-13 დღეა უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ მთავრობის პოლიტიკურ კურსს.
დღესაც, მოქალაქეებმა მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრება 19:00 საათიდან დაიწყეს და ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი სრულად გადაკეტილია.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ძალების დიდი რაოდენობით მობილიზება არ შეინიშნება, ამ დროისთვის ჭიჭინაძის ქუჩაზე პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი დგას.
ადგილზე ვითარება მშვიდია და მოქალაქეების ნაკადი აქციას ემატება.
შეგახსენებთ, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია 28 ნოემბრიდან იმართება.
ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერ...
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
Mana press