Foto

რუსმა ოკუპანტებმა 109 უკრაინელი სამხედრო ტყვე სიკვდილით დასაჯეს - ლუბინეცი

2024 წლის დასაწყისიდან, რუსმა ოკუპანტებმა 109 უკრაინელი სამხედრო ტყვე სიკვდილით დასაჯეს,- ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა, დიმიტრი ლუბინეცმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის წინა წლებში ოკუპანტების მიერ უკრაინელი დამცველების სიკვდილით დასჯის 177 შემთხვევა დაფიქსრიდა.

„2024 წელს შესაძლებელი გახდა ოფიციალურად დადასტურდეს, რომ რუსებმა 109 უკრაინელი სამხედრო ტყვე დახვრიტეს“,- განაცხადა ლუბინეცმა.

მანამდე ომბუდსმენი აღნიშნავდა, რომ რუსებმა, კურსკის რაიონში, სულ მცირე, 2 უიარაღო უკრაინელი სამხედრო ტყვე დახვრიტეს.