ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, „რესპუბლიკელი“ დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე წარდგენილ მარკო რუბიოს შეხვდა.
როგორც შაჰინი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რუბიოსთან შეხვედრისას, მსოფლიოში მიმდინარე სხვა პროცესებთან ერთად, საქართველოში არსებული ვითარებაზეც ისაუბრეს.
„ჩვენ ასევე განვიხილეთ საქართველოს მიმართ აშშ-ის ამჟამინდელი პოლიტიკის შენარჩუნების მნიშვნელობა, აშშ-ის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის გაძლიერება უცხოეთში და ის, რომ მსოფლიო მასშტაბით თანამდებობები რაც შეიძლება მალე შეივსოს კვალიფიციური კარიერული დიპლომატებით. სენატორ რუბიოსთან ჩვენ წლები ვთანამშრომლობდით, როგორც აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები და მოუთმენლად ველოდები ამ საკითხების შემდგომ განხილვას, მისი დამტკიცების მოსმენაზე“,- წერს ჯინ შაჰინი.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press