საქართველო ევროპაა, ევროპა კი საქართველოა და ამ ფაქტს ვერცერთი ოლიგარქი ვერ შეცვლის,- ამის შესახებ შვედეთის პარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა, გუსტავ გეტბერგმა განაცხადა.
როგორც გეტბერგი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, საქართველოში ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისა და მშვიდობიანი პროტესტის უფლების მხარდასაჭერად ჩამოვიდა.
„ახლახან თბილისში ჩავედი, რათა ქართველი ხალხის, მათი ევროპული მისწრაფებებისა და მშვიდობიანი პროტესტის უფლების მიმართ მხარდაჭერა გამოვხატო. „ქართული ოცნების“ მიერ ძალადობრივი დარბევა მიუღებელია. საქართველო ევროპაა, ევროპა კი საქართველოა და ამ არსებით ფაქტს ვერც ერთი ოლიგარქი ვერ შეცვლის“,- წერს გეტბერგი.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press