საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ადმინისტრაცია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საუბრისას მაკრონმა დაგმო სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დაშინება, ასევე პოლიციის ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ.
ამასთან, მაკრონმა ივანიშვილს მოუწოდა, რომ გათავისუფლდეს ყველა, ვინც თვითნებურად დააკავეს და პატივი სცეს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას.
"საფრანგეთის პრეზიდენტმა დაგმო სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დაშინება, ასევე პოლიციის ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ. მან მოუწოდა ყველა დაკავებულის გათავისუფლებისკენ და მოუწოდა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემისკენ. მან კიდევ ერთხელ გამოხატა მწუხარება იმის გამო, რომ საქართველომ გადაუხვია ევროპულ ტრაექტორიას და გაიმეორა მისი რწმენა, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე აუცილებლად იმოქმედებს ეს ქმედებები, რომლებიც იყო ან იქნება მიღებული. მან მოუწოდა ინკლუზიური დიალოგისკენ ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ქართველი ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების პატივისცემით, ქართველი ხალხის მისწრაფებებს კიდევ ერთხელ მიესალმა",- ნათქვამია განცხადებაში.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press