პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომას წარედგინება საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნების სიმბოლოების დაზიანებაზე სანქციებს აწესებს.
კანონპროექტის ინიციატორები არიან როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წარმომადგებლები. კერძოდ, კახა კუჭავა, ალექსანდრე ელისაშვილი, ფრიდონ ინჯია,
ხათუნა სამნიძე, ნიკოლოზ სამხარაძე და ბადრი ჯაფარიძე.
კანონპროექტის მიხედვით, ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ან საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური სიმბოლოს შებღალვა, რომლის წევრიც არის საქართველო, ასევე იმ სახელმწიფოს ეროვნული სიმბოლოს შებღალვა, რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა და რომელიც აღმართულია ან გამოფენილია საჯარო დაწესებულებებზე, მის წინ ან შენობაში, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით.
ამასთან, ცვლილებებით განისაზღვრება, რომ აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით ან ფიზიკური პირის ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press