ბოლნისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის თანამშრომელი ფიქრია ეპიტაშვილი, რომელსაც უცნობი პირი თავს დაესხა, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ავრცელებს.
როგორც ეპიტაშვილი წერს, ის თავს კარგად გრძნობს, სამედიცინო დახმარება გაეწია და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.
„მეგობრებო, კარგად ვარ.. სამედიცინო დახმარება გაწეული მაქვს.. გამოძიება დაწყებულია.. იმაზე მეტად ვერ მატკენდნენ ვიდრე ჩემი ქვეყნის ბედი მტკივა.. იმაზე ღრმა შრამს ვერ დამიტოვებენ ვიდრე ჩემი ახლობლების სიჩუმით გამოწვეული დაღი ამჩნევია ჩემს გულს.. იმაზე მეტად ვერ შემაშინებენ ვიდრე რუსეთში გაღვიძების მეშინია.. პ.ს დედაჩემის ნერვიულობა არ შერჩება არავის პ.პ.ს. ახლა მე უნდა დავიძინო და იქნებ თქვენ გაიღვიძოთ“,- წერს ეპიტაშვილი.
შეგახსენებთ, ბოლნისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის საინფორმაციო მენეჯერ ფიქრია ეპიტაშვილს უცნობი პირი თავს გუშინ დაესხა, რის შედეგადაც ეპიტაშვილს მიყენებული დაზიანებების გამო, პირველადი სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
ნანუკა ჟორჟოლიანის ცნობით, "ნანუკას ფონდმა...
პროკურატურიდან ვიცი, რომ ახლა ემზადებიან წამიყე...
22 მარტს, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის მოედნიდან...
Mana press