სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირების პროცესს იწყებენ,- ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ქურდოვანიძემ ბრიფინგზე განაცადა.
როგორც ქურდოვანიძემ აღნიშნა, როდესაც ქვეყნის ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი უარს ამბობს სამართლის აღსრულებაზე სამოქალაქო საზოგადოების მოვალეობაა შეაგროვოს მტკიცებულებები და დაეხმაროს მსხვერპლებს სამართლიანობის ძიების გზაზე.
“სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას ვიწყებთ. როდესაც ქვეყნის ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი უარს ამბობს სამართლის აღსრულებაზე სამოქალაქო საზოგადოების მოვალეობაა შეაგროვოს მტკიცებულებები და დაეხმაროს მსხვერპლებს სამართლიანობის ძიების გზაზე. მივმართავთ ყველა მსხვერპლს, ჩვენ ვართ თქვენს გვერდით. თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია და ვინაობა იქნება კონფიდენციალურად დამუშავებული თქვენი თანხმობის სრული გათვალისწინებით. თუ თქვენ განგიცდიათ, ან გახდით სხვადასხვა ძალადობის, მათ შორის წამების მსხვერპლი, ან მოწმე გთხოვთ შეავსოთ ფორმა, რომელიც გამოქვეყნდება საჯაროდ ან მოგვაწოდოთ ინფორმაცია მეილის მეშვეობით evidence@gyla.ge. ჩვენი გუნდი დაგიკავშირდებათ და მოგაწვდით ინფორმაციას შემდგომი ნაბიჯების შესახებ. მტკიცებულებები დაზარალებულთა ინფორმირებული თანხმობით გამოყენებული იქნება სხვადასხვა მიზნებისთვის. ესაა დარღვევების მასშტაბების შესწავლა, პოტენციურად საქმეების მომზადება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეების გასაგზავნად, გაეროს სახელშეკრულებო ორგანოებისთვის მისამართად, მათ შორის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის მიმართვისთვის. მზად ვართ, ყველა ეს მტკიცებულება სწრაფად დავამუშაოთ და გავაანალიზოთ. ამ პროცესში არაერთი ორგანიზაციაა ჩართული“,- განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
ნანუკა ჟორჟოლიანის ცნობით, "ნანუკას ფონდმა...
პროკურატურიდან ვიცი, რომ ახლა ემზადებიან წამიყე...
22 მარტს, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის მოედნიდან...
Mana press