მორიგი მასობრივი თავდასხმის დროს, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 200 უპილოტო საფრენი აპარატი და 93 რაკეტა გაუშვა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, რუსეთის მიერ გაშვებული 93 რაკეტიდან 81 გაანეიტრალეს.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარტყმაა უკრაინის ენერგოსექტორისთვის.
„ეს არის პუტინის „მშვიდობიანი“ გეგმა - გაანადგუროს ყველაფერი. ასე უნდა „მოლაპარაკება“ - მილიონობით ადამიანის ტერორით. ის არ არის შეზღუდული რაკეტების წარმოებისთვის საჭირო კომპონენტების შეძენაში. ნავთობი აძლევს პუტინს საკმარის თანხას იმის დასაჯერებლად, რომ დაუსჯელი დარჩება. მსოფლიოს მხრიდან ახლა საჭიროა ძლიერი რეაქცია: მასობრივი რეაქცია ტერორის შეჩერების ერთადერთი გზაა“,- განაცხადა ზელენსკიმ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press