რუსეთის იმპერიის აჩრდილები კვლავ არიან ამ ქვეყანაში [საქართველოში], და ეს ჩანს იმაში, რაც დღეს ხდება,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკელმა სენატორმა, ჯიმ რიშმა კონგრესში საქართველოს საკითხზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ჯიმ რიშმა განაცხადა, დროა სანქციები დაწესდეს იმ პირების წინააღმდეგ, რომლების საქართველოში მიმდინარე პროცესებზეა პასუხისმგებელი.
"რუსეთის იმპერიის აჩრდილები კვლავ არიან ამ ქვეყანაში [საქართველოში], და ეს ჩანს იმაში, რაც დღეს ხდება... ეს გულისხმობს სისასტიკეს, წამებას, დაპატიმრებებს, ყველაფერს რაც ძველი საბჭოთა კავშირიდან ვიცით... ჩვენ მივიღეთ კანონპროექტი, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციას აძლევს უფლებას შევიდეს და სანქციები დაუწესოს მათ, ვინც დასასანქცირებელია და ეს საიდუმლო არაა... მოდი დავიწყოთ... მე იმედგაცრუებული ვარ, რომ არ გავაკეთეთ ეს",- განაცხადა ჯიმ რიშმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press