Foto

ბლინკენი - აშშ-მა უკრაინას დამატებით 500 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება გამოუყო

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დამატებით 500 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება გამოუყო,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

ბლინკენის თქმით, აღნიშნული სამხედრო დახმარება აუცილებელია შეიარაღებისა და აღჭურვილობის შესაძენად, რათა უკრაინამ რუსული თავდასხმებისგან თავდაცვა შეძლოს. 

უკრაინა აღნიშნულ სამხედრო დახმარებას პენტაგონის რეზერვებიდან მიიღებს.