Foto

ბლინკენი - აშშ-ს პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა მეამბოხე ჯგუფთან, რომელიც სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობას ხელმძღვანელობდა

აშშ-ს პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა მეამბოხე ჯგუფთან, რომელიც სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობას ხელმძღვანელობდა,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

როგორც ბლინკენმა აღნიშნა, აშშ-მა პარტნიორებთან ერთად მიაღწია შეთანხმებას, რომელიც ეხება სირიაში მიმდინარე პოლიტიკური ცვლილებების ძირითად პრინციპებს.

"აშშ-მა და ჩვენმა რეგიონულმა პარტნიორებმა მოაღწიეს შეთანხმებას საერთო პრინციპებზე, რომლის მიხედვითაც, სირიასა და მის ხალხს მხარს დავუჭერთ. ჩვენ ვიცით, რომ სირიაში მიმდინარე პროცესებს შეუძლია, ჰქონდეს ძლიერი შედეგები მის საზღვრებს გარეთაც, იქნება ეს მასობრივი გადაადგილება თუ ტერორიზმი. ჩვენ ვიცით, რომ არ შეიძლება იმ გამოწვევების შეუფასებლობა, რომლებიც ამ მომენტშია",- განაცხადა ბლინკენმა.