Foto

ირაკლი ღარიბაშვილი - ინფიცირებულთა რაოდენობის გაორმაგება უპასუხისმგებლო აქციების პირდაპირი შედეგიცაა

​პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების გაზრდილ მაჩვენებელს რუსთაველზე გამართულ აქციებს უკავშირებს და ამბობს, რომ აქციების შემდეგ რაოდენობა გაორმაგდა. ამ თემაზე მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და აქციებს "უაპსუხისმგებლო" უწოდა. 

პრემიერმა მოუწოდა მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე, პასუხისმგებლობით მოეკიდონ ყველა აქტივობას და შეკრებას.

„ბოლო ორ კვირაში ინფიცირებულთა რაოდენობის პრაქტიკულად გაორმაგება მოხდა. აქვე მინდა, აღვნიშნო და სავსებით სამართლიანად, რომ რამდენიმედღიანი უპასუხისმგებლო აქციების შედეგიც არის პირდაპირ ის, რაც მოხდა. ამ აქციების შემდეგ პრაქტიკულად ინფიცირებულთა რაოდენობის გაორმაგება მოხდა. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, რომ გამოვიჩინოთ ყურადღება, სიფრთხილე, პასუხისმგებლობით მოვკიდოთ ჩვენს აქტივობას და ნებისმიერ შეკრებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.