Foto

საფრანგეთში, მიგრანტთა ბანაკში სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

საფრანგეთში, ქალაქ დიუნკერთან მდებარე მიგრანტთა ბანაკში სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც მედია წერს, დაშავებულთა შორის უსაფრთხოების ორი აგენტი და ორი მიგრანტია.

22 წლის თავდამსხმელი მამაკაცი პოლიციას ჩაბარდა და დანაშაული აღიარა, თუმცა მედია თავდასხმის მოტივის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.