Foto

ისრაელის მიერ ღაზაზე განხორციელებული იერიშის შედეგად, სულ მცირე, 53 ადამიანია დაღუპული - Reuters

ისრაელმა ღაზაზე საჰაერო და სახმელეთო იერიში მიიტანა - თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 53 ადამიანია დაღუპული. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, გარდაცვლილებს შორისაა ტელეკომპანია Al Jazeera-ს ვიდეოჟურნალისტი აჰმედ ალ-ლუჰი, სამაშველო სამსახურის თანამშრომელი, ჟურნალისტი და სამედიცინო პერსონალი.

ისრაელელი სამხედროების განცხადებით, მათმა საჰაერო და სახმელეთო ძალებმა ანკლავის ჩრდილოეთში ათობით მებრძოლი მოკლეს, სხვები კი დააკავეს.

მედიის ინფორმაციით, საჰაერო იერიში იყო განხორციელებული ღაზის ქალაქ ხან იუნისზეც, სადაც ლტოლვილთა თავშესაფარზე მიტანილი იერიშის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანია დაღუპული.

როგორც ქალაქ ბეით-ჰანუნის მაცხოვრებლები აცხადებენ, ისრაელელმა სამხედროებმა ალყა შემოარტყეს სკოლას, სადაც იძულებით გადაადგილებული ადამიანები თავს აფარებდნენ და მათ ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს.