სანქციების არდაწესება „ოცნებას“ გამარჯვებას მოუტანს და ევროპის კარზე ავტორიტარიზმს გაათამამებს,- ამის შესახებ ევროპული სამეზობლო საბჭოს (ENC) მრჩეველი ტერე ჰელანდი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
ჰელანდის განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრების 16 დეკემბრის შეხვედრა კრიტიკული გამოცდაა.
„საგარეო საქმეთა მინისტრების 16 დეკემბრის შეხვედრა კრიტიკული გამოცდაა. საუბარია არა მხოლოდ საქართველოზე, საუბარია ევროკავშირის მოქმედების უნარსა და კაია კალასის პირველ გამოწვევაზე. სანქციების არდაწესება "ქართულ ოცნებას" მოუტანს გამარჯვებას და ევროპის კარზე ავტორიტარიზმს გაათამამებს“,- წერს ჰელანდი.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press