ნორვეგია უკრაინის საზღვაო თავდაცვის გასაძლიერებლად 242 მილიონ დოლარს გამოყოფს,- ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გარ სტიორემ განაცხადა.
როგორც ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, გამოყოფილი თანხა რუსული ფლოტის მიერ უკრაინელ ხალხზე თავდასხმებისგან დაცვას, განაღმვით ოპერაციებსა და უკრაინელი სამხედროების მომზადებას მოხმარდება.
"უკრაინას ძლიერი მხარდაჭერა სჭირდება შავ ზღვაში რუსული საზღვაო ძალების შესასუსტებლად. ასევე, მნიშვნელოვანია უკრაინული მარცვლეულისა და სხვა პროდუქტების ექსპორტის დაცვა",- განაცხადა იონას გარ სტიორემ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press