თბილისში კინემატოგრაფისტების და კინომოყვარულების მსვლელობა იმართება.
თავდაპირველად ისინი, აღმაშენებლისა და კარგარეთელის ქუჩების კვეთაზე, კინოთეატრ „აპოლოს“ შენობის მიმდებარედ შეიკრიბნენ.
შეკრებილმა მოქალაქეებმა სამანქანო გზა გადაკეტეს და მსვლელობით პარლამენტის მიმრთულებით დაიძრნენ.
მსვლელობის მონაწილეებს მძღოლები ეტაპობრივად სამანქანო სიგნალით ამხნევებენ.
"ე.წ. პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ წყვეტს ევროპასთან მოლაპარაკებებს, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ კინოს, თეატრს, ხელოვნებას, არამედ საფრთხეს უქმნის სრულიად ყველა სფეროს, ინსტიტუაციას და ყველაფერს, რაც კი საქართველოს განვითარებას შეუწყობდა ხელს", - განაცხადა მსახიობმა ბაჩო ქაჯაიამ
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press