12-დღიანი პატიმრობის შემდეგ, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ მარნეულის იზოლატორი დატოვა.
როგორც გვარამიამ იზოლატორის დატოვების შედეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას მაინც მიიღებს.
"სადაც სხვები, იქაც მე, მიტინგზე მეც წავალ აუცილებლად. როგორც ვმუშაობდით, ისე ვიმუშავებთ. ეს სახალხო პროტესტია. ყველა, ვინც ამ პროტესტზე ვართ, ვიქნებით პოლიტიკოსები თუ სხვანი, ვართ ჩვენი ქვეყნის პატრიოტები. ქვეყანაში არალეგიტიმური პარლამენტის არსებობა არ შეიძლება",- განაცხადა გვარამიამ.
შეგახსენებთ, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერ ნიკა გვარამიას სასამართლომ პატიმრობა 6 დეკემბერს შეუფარდა.
ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ეროვნული ნა...
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა საკალათბურთო&nbs...
7 ივლისი იოანე ნათლისმცემლის დაბადების დღეა, რო...
საქართველოს ეროვნული კალათბურთის ყველა ნაკრები ...
5 ივლისი PLUS-ის დაბადების დღეა. ამ დღის აღსანი...
Mana press