ქართველი ხალხის ბრძოლას ევროპული მომავლისათვის ჩვენი დასავლელი პარტნიორები სათანადოდ აფასებენ - ამის დასტურია ევროკავშირის გადაწყვეტილება სანქციებთან დაკავშირებით,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
როგორც ბეჟაშვილი აცხადებს, ამერიკის შეერთებული შტატები ივანიშვილის ოჯახის წევრებისა და მთავრობის წევრებისთვის ფინანსურ სანქციებს ამზადებს.
„ქართველი ხალხის ბრძოლას ევროპული მომავლისათვის სათანადოდ აფასებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ჩვენ მოვისმინეთ უკვე ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომ პარლამენტის წევრები, სხვა მთავრობის წევრები, საჯარო მოხელეები, რომლებიც სარგებლობენ დიპლომატიური პასპორტებით და სამსახურებრივი პასპორტებით, მათი სანქცირება მოხდეს. ასევე აშშ ამზადებს სანქციების პაკეტს, რომელიც ფინანსურ საკითხებს შეეხება და ივანიშვილის ოჯახის წევრებს, მათი კარის ბიზნესმენებს, ასევე მთავრობის წევრებს, ყველას მოუწევს სათანადო სანქცირება და ეს იქნება კიდევ ერთი ნათელი გამოხატულება, რომ დასავლეთი, ევროპა, აშშ დგას ქართველი ხალხის გვერდით და სოლიდარობას უცხადებენ მათ ბრძოლაში“,- განაცხადა ბეჟაშვილმა.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press