თითქმის 3 კვირის განმავლობაში, ქართველი ხალხი აპროტესტებს მთელ ქვეყანაში, დემოკრატიულ უკუსვლას და იცავს ევროპულ მომავალს,- ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, დუბრავკა სუიცამ სტრასბურგში, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, წინა მთავრობების პოლიტიკისგან გადახვევას წარმოადგენს.
"თითქმის 3 კვირის განმავლობაში, ქართველი ხალხი აპროტესტებს მთელ ქვეყანაში, დემოკრატიულ უკუსვლას და იცავს ევროპულ მომავალს. უპრეცედენტო პროტესტი გამოიწვია საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, 2028 წლის ბოლომდე არ გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირთან. ეს არის გადახვევა წინა მთავრობების პოლიტიკისგან. საქართველოში უარესდება სიტუაცია და აკავებენ ადამიანებს, მოძალადე ჯგუფებიდან არავინაა დაკავებული. ეს არ არის იზოლირებული ძალადობა. გვაქვს დიდ სისტემურ პრობლემასთან საქმე. 26 ოქტომბრის არჩევნებიც დიდი დარღვევებით წარიმართა“,- განაცხადა დუბრავკა სუიცამ [სინქრონული თარგმანი].
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press