ეს მთავრობა უბიძგებს საქართველოს პირდაპირ რუსეთისკენ და აუარესებს ურთიერთობებს ევროკავშირთან,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მალგოჟეტა გოშევსკამ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მალგოჟეტა გოშევსკამ აღნიშნა, ქართველები თავიანთი მომავლისთვის იბრძვიან.
"ეს მთავრობა უბიძგებს საქართველოს პირდაპირ რუსეთისკენ და აუარესებს ურთიერთობებს ევროკავშირთან. ქართველი დემონსტრანტები გამოდიან სლოგანით - გაიღვიძე საქართველო და ჩვენ გამოვდივართ სლოგანით - გაიღვიძე ევროპა და დადექი დემონსტრანტების გვერდით. ბევრი რამ შეიძლება მოხდეს 29 დეკემბრამდე და რას ველოდებით? იმას, რომ სისხლი დაიღვრება? ან პრეზიდენტი ზურაბიშვილი ციხეში ჩაჯდება, ისევე, როგორც პრეზიდენტი სააკაშვილი? ჩვენ უნდა დავაწესოთ სანქციები ახლავე. ჩვენ გვეძინა 2008 წლის ომის დროს, როდესაც საქართველოში რუსეთი შეიჭრა. ჩვენ ახლა უნდა ვიმოქმედოთ დაუყოვნებლივ. ქართველები იბრძვიან თავიანთი მომავლისთვის",- განაცხადა მალგოჟეტა გოშევსკამ [სინქრონული თარგმანი].
შეგახსენებთ, ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press