პოლიციელი, გიორგი გოგინაშვილი, რომელმაც შინაგან საქმეთა სამინისტრო პროტესტის ნიშნად დატოვა, გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს.
აღნიშნულის შესახებ გიორგი გოგინაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს.
როგორც პოლიციელი აღნიშნავს, მან არ იცის მიზეზი, თუ რის გამო დაიბარეს გენერალურ ინსპექციაში.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა, გიორგი გოგინაშვილმა 3 დეკემბერს განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე თანამდებობას ტოვებს.
ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერ...
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
Mana press